ვერე, მდინარე (სკვირეთი, სკორეთი), აღმოსავლეთ საქართველოში. სათავეს იღებს თრიალეთის ქედისაღმოსავლეთ კალთაზე, მტკვრის მარჯვენა შენაკადი, სათავე აქვს დიდგორის მთის მიდამოებში და ერთვის მტკვარს ქ. თბილისის ფარგლებში. სიგრძე 45 კმ. აუზის ფართობი 194 კმ2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზაფხულსა და ზამთარში. ახასიათებს პერიოდული წყალმოვარდნა. საშუალო წლიური ხარჯი 0,97 მ3/წმ. მთავარი შენაკადებია - მარცხენა:ლასტისციხისხევი და ვენახევისხევი, მარჯვენა - ბეთანიისწყალი. შუა დინებასა და ქვემოთში იყენებენ სარწყავად. ვახუშტი ბატონიშვილი სკვირეთადაც მოიხსენიება. ვერეს ხეობაში მდებარეობს ბეთანიის მონასტერი, თბილისის ზოოპარკი, ბავშვთა ქალაქი ”მზიური”.
ისტორია [რედაქტირება]
ვახუშტი ბაგრატიონი ამბობს:
| „ | ხოლო კოჟორის ჩრდილო კერძ არს სკვრეთის მდინარე, აწ წოდებული ვერე; გამოსდის დიდგორის მთას, მოდის აღმოსავლით, ერთვის მტკუარს დასავლიდამ, ტფილისის ჩრდილოთ კერძ. შესართავსა ზედა არს ლურჯი მონასტერი. | “ |
პირველად სკვირეთს ლეონტი მროველთან ვხვდებით, როცა იგი მოგვითხრობს ქართლის სამეფოს ადრეულ ისტორიაზე. ქართველთა ეთნარქს ქართლოსს ხუთი ვაჟი ჰყავდა და თითოეულს თავისი საგამგებლო ქვეყანა –მხარე მისცა. მეხუთე ვაჟს გაჩიოს წილად ხვდა
| „ | ორბის ციხე და სკვირეთი მდინარითგან ვიდრე თავადმდე აბოცისა. | “ |
შემდეგ მემატიანე ფარნავაზ მეფესთან დაკავშირებით მეფის მიერ მხარეთმპყრობელთათვის საგამგებლო ტერიტორიების ჩამოთვლისას გადმოგვცემს, რომ
| „ | მეოთხე გაგზავნა სამშვილდის ერისთავად და მისცა სკვრეთისა მდინარითგან ვიდრე მთამდე, რომელ არს ტაშირ და აბოცი. “ |